საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის რეგიონს სტუმრობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის რეგიონს სტუმრობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აჭარის რეგიონში იმყოფება და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს ადგილზე ეცნობა. მინისტრი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგრო სერვისცენტრის, სამინისტროს ლაბორატორიის, აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამომავლო პროექტებზე და დარგის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოთარ დანელიას რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულების პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამინისტროს ლაბორატორიისა და სერტიფიცირების ცენტრს, ასევე ა(ა)იპ აგრო სერვისცენტრს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო . ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,მექანიზატორის“ დაბა ჩაქვის სერვისცენტრშიც იმყოფებოდა, იქ არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა და ცენტრის ხელმძღვანელობისგან გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აჭარის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარე ჩაის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს შპს ,,აგროფირმა ქობულეთის“ მუშაობის პროცესს გაეცნო. მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმო შპს TCF GEORGIA დაათვალიერა და სოფელ გვარაში მდებარე აგროსერვისცენტრი მოინახულა.