შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" დაასრულა, დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად დაზიანებული ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამისად, დილის 10 საათიდან აღდგენილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში.
საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შეწყვეტის პერიოდში, პრობლემები არ შექმნია