სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციას (ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე), ასევე, ფერმერთა (ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე), მეფრინველეობის (ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი) და ყველის მწარმოებელთა (ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე) ასოციაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისად ამოქმედება ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებათა უმთავრესი ელემენტია ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში.
2014 წლის დასაწყისიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში წარმოებული მუშაობა ამ პრიორიტებების გათვალსიწინებით მიმდინარეობს. ლაბორატორიამ მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია( ISO 17025), დაინერგა კვლევის ახალი მეთოდები (მაგ: სახეობრივი შემცველობის იდენტიფიკაცია ხორცსა და ხორცის პროდუქტებში), ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოცდო მეთოდების დახვეწა და ISO სტანდარტებზე გადასვლა.
ტექნიკური და მართვის პროცესების სრულყოფისათვის მიმდინარე სამუშაოების უმთავრესი მიზანია სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის სფეროს სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნესსექტორისათვის ისეთი ლაბორატორიული ტესტირების/დიაგნოსტიკური მეთოდების შეთავაზება, რაც მათ საშულებას მისცემს საქართველოში მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობის თუ კომერციული მიზნებისათვის.
„დღეს გაფორმებული მემორანდუმი საფუძველს უყრის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მჭიდრო თანამშრომლობას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლით არიან დაინტერესოებულნი და ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასახულ ამოცანებს ახორცილებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო და გამჭვირვალე თანამშრომლობით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორმა, ლალი მაძღარაშვილმა.