მთავრობის წევრები ვანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ

მთავრობის წევრები ვანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ვანის რაიონში სტიქიით დაზარელებულ სოფლებში მიმდინარე აღდგენით სამუშოებს ადგილზე გაეცნენ.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ვანის რაიონის მოსახლეობა დააზარალა, დაიტბორა სოფლები, ადიდებულმა მდინარემ სოფელ ინაშაურში ხიდი წაიღო. მინისტრებმა და მხარის გუბარნატორმა ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად არსებული პრობლემები განიხილეს.

 „უპირველეს ყოვლისა, სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო. პირველივე დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები სტიქიის ადგილზე ჩამოვიდნენ. მნიშვნელოვანი იყო ზარალის აღწერა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სასოფლო-სამეურნეო კუთხით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ერთობლივად სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის მიმართულებით აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.  

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლის პროცესში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი ხიდის აღდგენითი სამუშაოების პროექტირება, გათვლილია სავარაუდო ბიუჯეტი და უმოკლეს ვადაში მიყენებული ზარალი აღმოიფხვრება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა. 

როგორც იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლადდანიშნული მინისტრების პირველი გასვლა რეგიონში სწორედ იმერეთის სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შედგა. მინისტრების ეს ვიზიტი მოსალხეობისთვის განსაკუთრებული მხარდაჭერა იყო.

მთავრობის წარმომადგენლებმა სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.