სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს: თემქის დასახლებაში ი/მ ,,ოლია მაღრაძის’’ მარკეტში იყიდებოდა ვადაგასული ფარში, ძეხვეული, სერვილადი, თევზის კონსერვი და ნამცხვრები. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ბიზნესოპერატორი კი 200 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტოს სპეციალისტებმა მუხიანში მდებარე შპს ,,GVG’’ მარკეტიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების ვადაგასული სურსათი, ბიზნესოპერატორი კი 500 ლარით დააჯარიმეს.
ასევე, შესაბამისი დოკუმენტის - ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ახდენდა ხბოს ხორცის რეალიზაციას ი/მ ,,მალხაზ ჩიქვილაძე‘’, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და წესების დაცვით განადგურდება.