გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კონფერენცია თემაზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა საქართველოში“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანს, სადღეისოდ მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობითა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოში კოოპერაციის განვითარების ყველაზე რეალისტური და ქმედითი მოდელების გამოვლენა, შერჩეული მოდელების დანერგვისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, ადამიანური და ფინანსური რესურსების იდენტიფიკაცია, ასევე სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება პარლამენტისა და მთავრობისთვის, შერჩეული მოდელების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობითი ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა. მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,დღევანდელი შეხვედრა და, ზოგადად, მსგავსი ტიპის შეხვდრები ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ კონკრეტული აქტივობები სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივების განვითარების ხელშეწყობისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია კოოპერატივებში გაწევრიანებულმა ფერმერებმა, გლეხებმა, მეწარმეებმა ერთიანი ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური რესურსით შეძლონ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, აწარმოონ მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქცია, დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში შეიტანონ საკუთარი წვლილი“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილები გაეცნენ კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, კოოპერატივის ტიპებს ევროკავშირში, სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით. განიხილეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შერჩეული მოდელის დანერგვისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, ადამიანური და ფინანსური რესურსების იდენტიფიკაციის საკითხები, სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება პარლამენტისა და მთავრობისთვის. შერჩეული მოდელების ფართო საზოგადოებისათვის ეფექტიანად მიწოდების ღონისძიებების დასხვის საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორსო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ფერმერები, კოოპერატივების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენცია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტები ფინანსდება “ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) ფარგლებში ევრო კავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.