კაჭრეთის სასტუმრო ”ამბასადორმა” ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მე-17 კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგენა პროგრამის ახალი მიმართულებები, მათ შორის, ადამიანისა და ცხოველის საერთო, განსაკუთრებით საშიში დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გეგმა.
შეხვედრას ესწრებოდა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელმაც უშუალოდ სამინისტროებისგან მოისმინა ქვეყანაში ცხოველთა და ადამიანთა დაავადებების მხრივ არსებული ვითარება, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები, ასევე დაგეგმილი სიახლეები.
შეხვედრაზე განიხილეს 2014 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული ღონისძიებები, ასევე მიმოიხილეს ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის სამომავლო მექანიზმები.