6 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი დააზარალა. მუნიციპალიტეტის გამგეობებში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. კომისიის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სეტყვის შედეგად დაზიანებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ადგილზე ეცნობიან და მოსახლეობას რეკომენდაციებს უწევენ.