პანკისის ხეობაში 6 გაჭრილი საფლავიდან მხოლოდ 4-ღა რჩება. 2 გარდაცვლილის ცხედარი ოჯახებს უკვე გადასცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდი ალდამოვის გვამები გვიან ღამით დაკრძალეს. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ცხედრებს ხეობაში 23 საათისთვის მიასვენებდნენ, თუმცა საბოლოოდ გარდაცვლილთა გვამები ახლობლებს დილის 2 საათზე გადასცეს. მუსულმანური ტრადიციით, გარდაცვლილებს მიწას მზის ჩასვლამდე აბარებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ტრადიცია დაირღვა. დაღუპულთა ოჯახები და ადგილობრივი მცხოვრებლები ისევ დუმილს ინარჩუნებენ და ჟურნალისტებთან არ კონტაქტობენ. ჩვენი გადამრები ჯგუფის გამოჩენისთანავე გარდაცვლილ მარგოშვილის სახლთან სამძიმარზე მისული ადამიანებიც კი დაიშალნენ.