დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას

"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ყოველგვარი გართულების გარეშე, პრობლემების გარეშე. მე აგრეთვე მინდა დავადასტურო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი სპეციალური წარმომადგენელის შეხვედრისას ამ საკითხზე იყო საუბარი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა დაგვიდასტურა და საჯარო განცხადება გააკეთა მისი მთავრვობის სახელით, რომ რუსეთი არ ისახავს მიზნად ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყოველგვარი გართულების გარეშე მოვაწერთ ხელს ამ ხელშეკრულებას."