დიმიტრი ლორთქიფანიძე გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

დიმიტრი ლორთქიფანიძე გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

2014 წლის 20 მაისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გლდანის რაიონის მეშვიდე მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:

„მიუხედავად მოსახლეობის არერთგზის თხოვნისა, რომ მოხდარიყო მათი საცხოვრებელი ადგილის დამისამართება და ურბანული დაგეგმარება, დღემდე ეს პრობლემა გადაუჭრელია. ამ ადამიანებს წართმეული აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - ხმის მიცემა.  ასევე არ არსებობს ისეთი ელემენტარული კომუნიკაცია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანურ ყოფას, საუბარია გზებზე, აქ საერთოდ არ არის მისადგომი გზა და წვიმიან ამინდში მოსახლეობას უჭირს ელემენტარული გადაადგილება. ასევე დაურეგულირებელია კანალიზაცია, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის საკითხები.  ვფიქრობ, რომ ყოფილიყო ურბანული დაგეგმარების გეგმა, ეს პრობლემა იქნებოდა გადაწყვეტილი.

ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ, მოვაწესრიგებთ ქალაქს და მოვაწესრიგებთ ქვეყანას. ამისათვის საჭიროა არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ კოალიციას „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ და სამივე ბიულეტენში შემოხაზოთ ნომერი 3!“