ენდიაი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. დასკვნა მწვავეა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება კანონის შერჩევითი აღსრულება, დაკისრებული ჯარიმები კი პროპორციული არ არის,-ნათქვამია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედურ ანგარიშში. დასკვნაში მოყვანილია მერეთისა და კარალეთის ინციდენტებიც და წერია, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა. ,,კვლავ გრძელდება ძალადობრივი ინციდენტები. ეს ხელს უწობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე",-ეს არის კიდევ ერთი ნაწყვეტი ენდიაის ანგარიშიდან.
--დასკვნა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მას უკვე გაეცნო ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე, გვანცა, უპრო კონკრეტულად, როგორ აფასებს ენდიაი წინასაარჩევნო სიტუაციას?