რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა

რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა

რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის  დამფუძნებითი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით ჯიქია აირჩიეს.

დავით ჯიქიას განცხადებით, ადგილობრივი ორგანიზაცია  დასახულ ამოცანებს სწორად ხედავს და პარტიულ მუშაობასაც  აქტიურად შეუდგებიან.

ჯიქიას კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ წარადგინა. რუსთავის ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას 100-მდე დელეგატი ესწრებოდა, მათ დავით ჯიქიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

,,დიდი ხნის მსჯელობის, საზოგადოებრივი აზრის საკმაოდ ღრმა ანალიზის შემდეგ, სწორი და საქმიანი გადაწყვეტილება  მივიღეთ. ,,ქართული ოცნების“  რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით, დავით  ჯიქიას კანდიდატურა წარვადგინე და ყველამ ერთხმად დაუჭირა მას მხარი. მინდა წარმატება ვუსურვო დავით ჯიქიას და რუსთავის ორგანიზაციას პარტიულ საქმიანობაში,“   - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.