პრეზიდენტის მილოცვა ქართველ მორაგბეებს

პრეზიდენტის მილოცვა ქართველ მორაგბეებს

ბორჯღალოსნებო!

გილოცავთ რუმინელ მორაგბეებთან თამაშში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ერთა და ანთიმოზ ივერიელის თასები მოიპოვა.

თქვენ ძალ-ღონე არ დაიშურეთ ამ გამარჯვებისთვის და უდიდესი სიხარული მიანიჭეთ რაგბისა და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს, მთელ საქართველოს. სულით და გულით ვუერთდები დღევანდელ საზეიმო განწყობას.

თქვენი ერთგული გულშემატკივარი

გიორგი მარგველაშვილი