ხვალ, 7 მარტს რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები დილის 10.00. სთ-ზე რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში არსებულ წმ. ნიკოლოზოს სახელობის სამლოცველოში ჟიული შარტავას სულის მოსახსენიებელი პანაშვის გადახდით დაიწყება.
ამავე საკოლაში გაიხსნება ეროვნული გმირის მუზეუმი 10.30.სთ-ზე.
12.00. სთ-ზე ჟული შარტავას მემორიალს ყვავილებით შეამკობენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართცელოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ქვ. ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთვის მერი დავით ჯიქია.
საკონტაქტო პირები: თეა პერტაია, ტ. 577050053, თამუნა აქუბარდია ტ. 591013400