„სამოქალაქო დარბაზი“, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გასული წლის დეკემბერში შეიქმნა, 7 მარტს პირველ სხდომას გამართავს.
"სამოქალაქო დარბაზს" სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად წარმოადგენენ ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.
„სამოქალაქო დარბაზის“ მიზანია მესამე სექტორისა და საზოგადოების ჩართულობა სააგენტოს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა გაიმართება 7 მარტს, 10 საათზე, სასტუმრო "ბომონდ გარდენში".