„მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი სტუმრობდა. სტუმარმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქარხანაში არსებული დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზები დაათვალიერა. ელჩმა საწარმოს მუშობა და გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა.
ბატონ ფუქსს და მის თანმხლებ პირებს საწარმოთა საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და მეგზურობა გაუწია „მარგებელი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.
სტუმარი ადგილზე გაეცნო ქარხნის მუშაობას. თავი მხრივ ჰოლდინგის წარმომადგენლებმა საწარმოში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
„მოხარულები ვართ, რომ დღეს „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ასეტი მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვია. ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მან დაათვალიერა ქარხანა, გაეცნო წარმოების ნიუანსებს და შემდეგ დააგემოვნა ჩვენი პროდუქცია. გასათვალისწინებელია, რომ რადგან საწარმოო სეზონი გაზაფხულზე იწყება, ქარხანა სრული დატვირთვით არ მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ფუქსი კიდევ ერთხელ გვეწვევა სეზონზე, როდესაც ქარხანა სრული დატვირთვით იმუშავებს და შეძლებს უკეთ გაეცნოს და შეაფასოს წარმოების პროცესი. მან ამის სურვილი გამოთქვა და ბატონი ფუქსი კმაყოფილი დარჩა ჩვენთან სტუმრობით,“ - აღნიშნა ვიქტორია ჟიჟკომ.