თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს “ბიოაგრო _ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორდა. როგორც მემორანდუზმე ხელმოწერის შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, “მემორანდუმი უნივერისტეტისა და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის ტექნიკურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.”
“უნივერისტეტის აგროსაინჟინრო დარგით დაინტერესებულ სტუდენტები შპს “ბიოაგრო” - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრში” პრაქტიკას გაივლიან. ამასთან, “ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი” უნივერსიტეტს აგროსაინჟინრო დარგის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს. სტუდენტებს ანგარშის მომზადებასა და დიპლომის დაცვაშიც დაეხმარება. სასწავლო უნივერსიტეტი კი, “ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის” თანამშრომლებს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგების ორგანიზაციაში დაეხმარება,” - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
მემორანდუმს შპს “ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის” მხრიდან ხელი პროფესორმა, აგრარულ და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, შაქრო ყანჩაველმა მოაწერა.