სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარების დაკავებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არიან სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომლები. ისინი მუშაობდნენ ხაშურის, გორისა და გარდაბნის სასაკლაოებზე დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო თავად არის დაინტერესებული ამგვარი ფაქტების გამოვლენით და სამართალდამცავ ორგანოებს მუდმივად აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. 

სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს, გააძლიეროს კონტროლი სასაკლაოებზე. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეოკონტროლის დაწესება ყველა სასაკლაოზე, რაც მინიმუმამდე შეამცირებს  აღნიშნული ფაქტების შესაძლო გამეორებას.