სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ტერენტი გრანელის ქუჩაზე მდებარე შპს "დ. ვ. მარკეტის" მაღაზია "ვეჯინიდან" ვადაგასული სურსათი ამოიღეს.
სასაქონლო სახედაკარგული კუპატი, კატლეტი, კარაქი, ჩიპსი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შპს "დ. ვ. მარკეტი" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა სურსათის რეალიზაციას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 300 ლარით.