სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანეთში, ფირმა ALJUAN S.L.-ის მიერ წარმოებული სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩბიდან ფიქსირდება (ფერადი) არომატული ამინების მიგრაციის ფაქტი. სურსათთან შეხებისას აღიშნული ნივთიერების შემცვლელი ნივთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-10 და 22-ე მუხლების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ე.წ. სამზარეულოს აღნიშნული კულინარული ნიჩაბი.
სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად, საქართველოში სულ შემოვიდა 48 ცალი სამი ფერის ნიჩაბი (Artikel #45459). მისი შემომტანია შ.პ.ს. „ევრო პლიუსი“. კომპანიის დირექტორის, დავით კვინიხიძის თქმით, აღნიშნული ნივთები თბილისში პეკინის #27-სა და ჭავჭავაძის #22-ში მდებარე მაღაზია „ჩიბოს“, ქსელში გაიყიდა. საგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას და არ გამოიყენონ ე.წ სამზარეულოს კულინარული ნიჩაბი სურსათის მომზადების დროს.