ლიბერთი ბანკის სპეციალური შეთავაზება ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის

ლიბერთი ბანკის სპეციალური შეთავაზება ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის

დღეს ლიბერთი ბანკის დირექტორმა სანდრო რთველაძემ პრეს კონფერენცია გამართა. ბანკი ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს მომსახურების ახალ, სპეციალურად მათ ინტერესებზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს. ამიერიდან, მხოლოდ ქონების დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე მომხმარებელს შეეძლება მიიღოს დაბალპროცენტიანი საკრედიტო ბარათი მაღალი საკრედიტო ლიმიტით და ამასთანავე სრულიად უფასოდ ისარგებლოს ლიბერთი ბანკის პირადი ბანკირის მომსახურების 1 წლიანი პაკეტით.

შეთავაზების ძირითადი უპირატესობებია:

უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, წლიური 20%; უპრეცედენტოდ მაღალი საკრედიტო ლიმიტი; ლიბერთი ბანკის პირადი ბანკირის მოსმახურების 1 წლიანი პაკეტი სრულიად უფასოდ, რაც სხვა ექსკლუზიურ საბანკო სერვისებთან და პროდუქტებთან ერთად მოიცავს:

პრემიალურ პლასტიკურ ბარათს Vისა Iნფინიტე

ანაბრების ვრცელ სპექტრს, წლიური სარგებელი 12%-დან 18%-მდე ლარში

იპოთეკურ სესხს დაბალი, წლიური 10.25%-დან

პრემიალურ შმარტივი ბარათს, ნაშთზე წლიური 10%-ის სარგებლის დარიცხვით

ექსკლუზიურ ანგარიშთა პაკეტებს, საბარათე ანგარიშზე მაღალი სარგებლის დარიცხვით: ლარში - 10%-მდე, აშშ დოლარში 7%-მდე

მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშს 10 სხვადასხვა ვალუტაში - ლარი, აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, შვეიცარული ფრანკი, კანადური დოლარი, რუსული რუბლი, იაპონური იენი, ჰონგკონგური დოლარი, ავსტრალიური დოლარი

დისტანციურ მომსახურებას (ინტერნეტ და მობაილ ბენქინგს)

პრიორიტი თრაველლერ / პრიორიტი პასს – კომფორტს მოგზაურობისას

50%-მდე ექსკლუზიურ ფასდაკლებას წწწ.ცჰეაპ.გე-ში ჩართულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში

მაღალი ხარისხის მომსახურებას და კონფიდენციალურობის მაღალ დონეს

საკრედიტო ბარათის ასაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია პირადი ბანკირის სამსახურთან დაკავშირებით ან ვებ გვერდზე www.libertywealth.ge