6 თებერვალს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება საქართველოს ბანკის და IFC-ის კაპიტალიზაციის ფონდის ერთობლივი პრესკონფერენცია, 65 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და IFC-ის რეგიონალური მენეჯერი, სამხრეთ კავკასიაში, თომას ლუბეკი.