კომპანია „წყალი მარგებელი“ ქართველი მძლეოსნების პლატინის სპონსორი გახდა

კომპანია „წყალი მარგებელი“ ქართველი მძლეოსნების პლატინის სპონსორი გახდა

ევროპოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.  ქართველ სპორტმენებს გვერდში ქართული ბიზნესიც უდგას, ამის პირველი მაგალითი კომპანია „წყალი მარგებელსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმია. შეთანხმების შედეგადა კომპანია „წყალი მარგებელი“, რომელიც ქართულ ბაზარზე ცნობილია მინერალური წყლით „ნაბეღლავი“ და  სასმელი წყლით „ბახმარო“, ქართველი მძლეოსნების პლატინის სპონსორი იქნება. წინ კი რთული ტურნირები გველის, ჯერ 2014 წლის ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატ და შემდეჰ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება და ქართველი სპორტსმენები საკუთარ თავს მაქსიმალურად წარმოაჩენენ.  

ავთანდილ სვიმონიშვილი, კომპანია „წყალი მარგებელის“ დირექტორი: ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ასეთი მასშტაბური ღონისძიების მხარდაჭერა და ასეთი ტიპი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა. ჩვენი აზრით, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სპორტის განვითარებას, არამედ ზოგადად ქვეყნის წინსვლასა და მსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რასაც „წყალი მარგებელი“, როგორც ქართული კომპანია, აუცილებლად გვერდში დაუდგება.

დაარსების დღიდან (და ეს იყო 1997 წელს), ჩვენი კომპანია და მისი ბრენდები „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ ჯანსაღ ცხოვრებას უწევს მაქსიმალურად პოპულარიზაციას და ეს მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ჩვენი გადაწყვეტილების. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში. ამიტომაც, მადლობას ვუხდით მონაწილეებს, რომ მოგვცეს ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ კარგ საქმეს.

მატერიალურ დახმარებასთან ერთად, ჩვენი კომპანია, მთელი ეს პერიოდი, დღეიდან დაწყებული 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებით დამთავრებული, ჩვენი მხრიდან გავუწევთ პრომოუშენს, როგორც 2014 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატს, ასევე მომავალი წლის ოლიმპიურ თამაშებს და მუდმივად ვაგრძნობინებთ ორგანიზატორებს, რომ ჩვენი სახით საიმედო პარტნიორი აირჩიეს.

ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: ბიზნესის ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. ჩვენმა სპორტულმა სამყარომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ამგვარი თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ხელსაყრელი იყოს.  დღევნადელი დღე ამ ორი კომპონენტის, ბიზნესის და სპორტის თანამშრომლობის დასაწყისია. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო კომპანია „წყალი მარგებელს“ რომელიც ჩვენთვის ნაბეღლავის სახით არის წარმოდგენილი. ეს თანამშრომლობა დიდი ხელშემწყობი იქნება იმ გრანდიოზული ტურნირებისათვის რომელიც წინ გველოდება. კომპანია „წყალი მარგებელი“ ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალის „თბილისი 2015“-ის და „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის“ გუნდური ჩემპიონატის მესამე ლიგის პლატინის სპონსორი იქნება. ეს დიდი სტიმულია თითოეული სპორტმესნისათვის და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისათვის.

,