სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში მდებარე ფერმა და მისი მიმდებარე ტერიტორია არაკეთილსაიმედოდ გამოაცხადა და 2-თვიანი შეზღუდვა დააწესა.
ცოფით დაავადებული 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიკლა და დაიმარხა, რაც გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებული ხორცის რეალიზაციის შესახებ.
იმუნობუფერული ზონის შექმნის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ბეშქენტის ტერიტორიაზე, 3 კმ-ის რადიუსში. დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებულია 420 ცხოველი. ვაქცინაცია კვლავ გრძელდება.