30 იანვარს, 19:00 საათზე „გამრეკელი გალერიში“ (მის: ინგოროყვას ქ. 14) ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება, რომლიდან შემოსული თანხა გადაირიცხება „ფონდი ნატახტარის“ ანგარიშზე. შემოწირულობა მოხმარდება ფონდის პროექტს „იზრუნე მომავალზე“, რომელიც მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრიაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ემსახურება. ღონისძიების მიზანია, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და დიდი ინსტიტუციების აღსაზრდელებს დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით.
„ფონდი ნატახტარის“ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართველი მხატვრები,მათ შორის, ოლეგ ტიმჩენკო, გია გუგუშვილი, მიშა შენგელია, მამუკა ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე, კოკა ცხვედიანი, უშანგი ხუმარაშვილი, ლია შველიძე.
კომპანია „ნატახტარმა“ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით 2010 წლის ნოემბერში შექმნა „ფონდი ნატახტარი“ და ახალი პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. პროექტი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა დაწესებულების და დიდი ინსტიტუციების აღსაზრდელებს მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდების დახმარების სხვადასხვა პროგრამებს კი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაციაა „ჩემი სახლი-საქართველო“ და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი ახორციელებს.
„ფონდი ნატახტარის“ საქმიანობა გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის ფართო ჩართულობას საქველმოქმედო პროცესში. ყოველ წელს, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან თანხა ფონდში გადაირიცხება. თანხის რაოდენობა ბოთლის მოცულობის შესაბამისად, 0, 33 ლ. 0.5 ლ. 1ლ. და 2ლ. 1, 3 და 5 თეთრია. პროექტის პირველ და მეორე ეტაპებზე (2011-2012 და 2012-2013 წლებში) 250 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა. შექმნის დღიდან, 2 წლის განმავლობაში, „ფონდი ნატახტარის“ დაფინანსებით, საქართველოში არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და დიდ ინსტიტუციებში არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების 224 აღსაზრდელზე განხორცილდა სპეციალური საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური მომსახურება და საყოფაცხოვრებო-ფინანსური დახმარება. პროექტი „იზრუნვე მომავალზე“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოვებს საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.