საქპატენტი „IT-ინკუბატორის“ შექმნის შესახებ კონკურსს აცხადებს

საქპატენტი „IT-ინკუბატორის“ შექმნის შესახებ კონკურსს აცხადებს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ე. წ. „IT-ინკუბატორის“ პროექტის განხორციელებას იწყებს. საქპატენტმა მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად შერჩეული ათი სუბიექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნაზე 6 თვის განმავლობაში მაღალი სტანდართების შესაბამის გარემოში იმუშავებს. შექმნილი პროდუქტი კი მთლიანად კონკურსანტების საკუთრება იქნება.

გამარჯვებულებს საქპატენტის მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. „IT-ინკუბატორის“ პროექტი წარმოადგენს არაერთ ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული პროექტის ანალოგს, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობისა და დამწყები პროგრამისტების წახალისებას. საქპატენტი უზრუნველყოფს ,,IT-ინკუბატორს“ საჭირო ინვენტარით, რაც გულისხმობს პროექტის მონაწილეთათვის სამუშაო ადგილის, შესაბამისი სამუშაო გარემოსა და აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის გამოყოფას. ე.წ. „IT-ინკუბატორის“ პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ პირებს ან/და მათ გაერთიანებებს, ასევე იურიდიულ პირებს, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისათვის უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი. პროექტი ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირების მხადრაჭერას. კონკურსის შესახებ ინფორმაცია 2014 წლის 9 იანვარს საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 1 თებერვალი.

საკონტაქტო პირი: ლიკა ახობაძე, ტელ. 599700105

ელ-ფოსტა: lakhobadze@sakpatenti.org.ge