ხვალ, 21 იანვარს, 11 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტის” მეფე მირიან და გიორგის დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე, „ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი და ცენტრი „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ბრიფინგის თემა: ექსპერტთა ოთხეული პრემიერ მინისტრს წინადადებით მიმართავს, რომ შეიქმნას „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო“, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისაგან, საქართველოს პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით.