2014 წლის 16 იანვარს, მსჯავრდებულებს, კ. ჩ-სა და ი.ი-ს, სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების მიხედვით, 2013 წლის 18 მაისს, მსჯავრდებულ კ.ჩ-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, საკანში არსებული ხელსაბანის ქვეშ, უკანონოდ დამზადებული ალკოჰოლურ სასმელი, ე.წ „ბრაგა“ აღმოაჩნდა.
ჩ.კ-ს მსგავსად, მსჯავრდებულ ი.ი-ს 2012 წლის 21 სექტემბერს, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში, საკანში, საწოლის ქვეშ შენახული იგივე ალკოჰოლური სასმელი აღმოუჩინეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.