2014 წლის 15 იანვრიდან იცვლება ლიბერთი ბანკის საკრედიტო ბარათებზე მინიმალური გადასახადის დათვლის წესი. კერძოდ, მომდევნო თვიდან ბარათის მომხმარებლები ისარგებლებენ ორჯერ უფრო შეღავათიანი მინიმალური გადასახადის პირობით. ისინი ყოველთვიურად საკრედიტო ბარათიდან ათვისებული ძირითადი თანხის 10%-ს ნაცვლად მხოლოდ 5%-ს დაფარავენ.
აღნიშნული ცვლილება შეეხება ლიბერთი ბანკის ყველა საკრედიტო საბარათე პროდუქტს: მეჯიქ ქარდს, შოპინგ ქარდს და მასწავლებლის საკრედიტო ბარათს.
ცვლილება ვრცელდება როგორც ახალ, ასევე არსებულ ბარათებზე.
აღნიშნული ცვლილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის ლიბერთი ბანკის საკრედიტო ბარათს როგორც არსებული, ასევე პოტენციური კლიენტებისათვის.