აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტომ (NSA) მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ასი ათას კომპიუტერზე პროგრამა ფარულად დააყენა.
მისი გამოყენებით სააგენტოს კომპიუტერების მომხმარებლებზე თვალყურის დევნებისა და კიბერშეტევებისთვის კომპიუტერებზე წვდომა შეეძლება. უშიშროების სააგენტოს დაკუმენტებსა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა წერს, რომ პროგრამების უმრავლესობა ქსელური კომუნიკაციის დახმარებით დააყენეს. “აშშ-ის უშიშროების ეროვნულ სააგენტოს შეუძლია რადიო ტალღების გამოყენებით ქსელთან მიუერთებელ კომპიუტერებსაც მიწვდეს. სააგენტო ამ სისტემას – “აქტიური თავდაცვის სისტემას” უწოდებს. აღნიშნულ ტექნოლოგიას აშშ ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ქსელური სისტემების, აგრეთვე მექსიკის პოლიციისა და ნარკო-კარტელების, ევროკავშირის სავაჭრო უწყებების, პაკისტანისა და საუდის არაბეთის მსგავსი ქვეყნების მიმართ იყენებს”, - წერს New York Times.