ამერიკელი ჟურნალისტი და "რადიო თავისუფლების" მრჩეველი დევიდ სეტერი, რომელიც თვეების განმავლობაში მოსკოვში საქმიანობდა, რუსეთმა ქვეყანაში არ შეუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის, კევინ კლოსის განცხადებით, სეტერის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვის შესახებ მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს აცნობენ. მისივე თქმით, უშედეგოდ დასრულდა აშშ-ის საელჩოს მცდელობა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან განმარტებები მოპოვებინა სეტერის რუსეთში არშეშვებასთან დაკავშირებით.
Financial Times-ის ყოფილმა ჟურნალისტმა დევიდ სეტერმა რუსეთში პირველად მუშაობა 1969 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ამერიკულ გამოცემა The Wall Stree Journal-თანაც. სექტემბრიდან მოყოლებული დევიდ სეტერი მოსკოვში "რადიო თავისუფლების" და "რადიო თავისუფალი ევროპის" მრჩევლად მუშაობდა.