ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ცნობით, 15 თებერვალს დედამიწას 130 ათასი ტონა 50 მეტრის დიამეტრის მოცულობის ასტეროიდი რეკორდულ დისტანციაზე მოუახლოვდება.
მეცნიერების განცხადებით, ასტეროტიდ "დიეი 14"-სა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 28 ათას კილომეტრამდე შემცირდება.
აღნიშნული ასტეროიდი სიდიდით დაახლოებით საფეხბურთო სტადიონის ნახევარს უტოლდება და რეკორდულად საშიშია ჩვენი პლანეტისთვის. მსგავსი სიახლოვე ასტეროიდებსა და დედამიწას შორის ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა.
რაც შეეხება თავად ასტეროიდის მასას, ის შედგება მთლიანად ქვისგან და არა ყინულის ან მეტალისგან. თუმცა, ეს ყველაფერი მეცნიერების ვარაუდია.