კახა კალაძე ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს ესტუმრა

კახა კალაძე ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს ესტუმრა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს ესტუმრა და პატარებს, რომლებიც აღნიშნულ ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან, დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ვიცე-პრემიერმა თავისი სახელით პატარებს საჩუქრები და ტკბილეული, ხოლო მათ ოჯახებს ფულადი თანხები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა წელს ტრადიცია არ დაარღვია და წინასაახალწლოდ კვლავ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს ესტუმრა.

იაშვილის კლინიკის შუამდგომლობით, მინისტრმა მიიღო შეტყობინება, რომ ლეიკემიით დაავადებული, აფხაზეთიდან დევნილ 17 წლის დიმიტრიამიჭბას საახალწლო სურვილი კახა კალაძესთან შეხვედრა იყო. მინისტრი ეწვია დიმიტრის, მიულოცა დამდეგი ახალი წელი და გამოჯანმრთელება უსურვა.