ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“

სასჯელაღსრულების N12  ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავდებულთა მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“  გაიმართა. თამაში  მოაზროვნემ  -  გიორგი  ბაქრაძემ  წაიყვანა.

ერთმანეთს  ექვს-ექვსი მსჯავრდებულით დაკომპლექტებული ორი ჯგუფი ეჯიბრებოდა და იგი სატელევიზიო  ფორმატით წარიმართა.

გამარჯვებული  გუნდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით  წიგნებით  დასაჩუქრდა. 

ასევე თამაშის მსვლელობისას  აუდიტორიის  და  წამყვანის  მიერ  საუკეთესო  მოაზროვნე  გამოვლინდა ,  რომელსაც   წიგნი  „გინდათ  გახდეთ  ინტელექტუალი?“ გადაეცა.

ინტელექტუალური  თამაში   სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში პოპულარობით  სარგებლობს და ხშირად იმართება.  2014 წელს სასჯელაღსრულების  ყველა  დაწესებულების  ჩართულობით   თამაშის სრული ფორმატით  ჩატარება იგეგმება .