საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით,  მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო:

"მე აქ იმ ხალხთან ერთად მოვედი, რომელიც მედგრად იდგა ქართული ისტორიის იმ ურთულეს პერიოდში, რომელმაც სერიოზული, ხშირად მორალური არჩევანის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი. დღეს ჩვენ ასევე პატივი მივაგეთ მერაბ კოსტავას ხსოვნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებმაც 20 წლის წინ ჩვენს ერში ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს.
ზვიად გამსახურდიას საფლავთან ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ