სასჯელაღსრულების ქალთა #5 დაწესებულებაში ერთ - ერთი პატიმრის მიერ შექმნილ პიესაზე მსჯავდებულმა ქალბატონებმა საშობაო ზღაპარი „სადგური, სახელად „იმედი“ დადგეს. მუსიკალურ დადგმაში პატიმრები თავად მონაწილეობდნენ, საშობაო ზღაპარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პატიმრების მიერ დადგმულ მინისპექტაკლს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი სხვა მსჯავდებულებიც ესწრებოდნენ.
სპექტაკლში მონაწილე მსჯავდებულებს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ. ლოტოტრონის პრონციპით საჩუქრები სხვა მსჯავდებულებსაც შეხვდათ. საღამოზე ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პატიმრებიც გამოავლინეს.