სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან "სამოქალაქო დარბაზი" იქმნება

2013 წლის 27 დეკემბერს, 10 საათზე, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ხელი მოეწერება მემორანდუმს "სამოქალაქო დარბაზის" შექმნის შესახებ, რაც განპირობებულია იმ გამოწვევებით, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე სურსათის უვნებლობის კუთხით და რაშიც განუზომლად დიდია სამოქალაქო საზოგადოების როლი.

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან იქმნება "სამოქალაქო დარბაზი“, რომელშიც შევლენ ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რაც შექმნის საზოგადოების ჩართულობის პრეცედენტს სააგენტოს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; შემდეგ კი გაიმართება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია.

მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარვუდგენთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რითაც გამოირჩეოდა 2013 წელი.