„ტიფლის ვერანდა“ საახალწლო საღამოზე გეპატიჟებათ

„ტიფლის ვერანდა“ საახალწლო საღამოზე გეპატიჟებათ

ძველ თბილისში, მეტეხის ხიდდთან ახლოს, დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი განახლებული ლაუნჯ-ბარი „ტიფლის ვერანდა“ (მის: გორგასლის ქ.3) ახალი წლის ღამეს სპეციალურ გასართობ პროგრამას გთავაზობთ.

შეხვდით ახალ წელს საუკეთესო გარემოში მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად! დამატებით, მიიღეთ საჩუქრად დაუვიწყარი ღამე - ორადგილიანი ნომერი 4 ვარსკვლავიან სასტუმრო „ტიფლის პალასში“.

ლაუნჯ-ბარ „ტიფლის ვერანდა“-ს გახსნასთან დაკავშირებით ახალი წლის ღამეს იგეგმება განსაკუთრებული ღონისძიება, სპეციალური საახალწლო პროგრამით, უგემრიელესი კერძების არჩევანით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საუკეთესო პანორამული ხედებით და უამრავი პრიზებით, როგორიცაა - რომანტიკული ვახშამი ვალენტინობის დღეს და ა.შ.