თიბისი გალერეაში დავით ანდრიაძის წიგნის “ის ანუ ახალი ხოლსტომერი” პრეზენტაცია გაიმართება

თიბისი გალერეაში დავით ანდრიაძის წიგნის “ის ანუ ახალი ხოლსტომერი” პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 26 დეკემბერს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში, გაიმართება დავით ანდრიაძის წიგნის “ის ანუ ახალი ხოლსტომერი” პრეზენტაცია.წიგნი ეძღვნება ცნობილ ქართველ მხატვარს ირაკლი სუთიძეს.

პრეზენტაციის პარალელურად, შედგება ბესო კუპრეიშვილის პერფორმანსი სახელწოდებით “is ALEATORY”.  ტერმინიA ALEATOR მუსიკის თეორიაში “ფრაზებით თამაშს” ნიშნავს.

კუპრეიშვილის პერფორმანსიც წიგნის ტექსტის ასოციაციებზე შექმნილი ერთგვარი “თამაშია”, რომლის ინსპირაციის წყარო სუთიძის პერსონაჟები გახდა.

პროექტის მხარდამჭერები: თიბისი ბანკი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი