მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ გაცემა 2014 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან მოხდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, წამლების ურეცეპტოდ გაცემის შეზღუდვის ვალდებულების ვადა 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიწევა.
ჯანდაცვის კომიტეტის განმარტებით, ექიმებისა და ფარმაცევტების რამდენიმე თაობა რეცეპტის გამოწერის პრაქტიკას მოკლებულებულია, რის გამოც, რეცეპტის გამოწერის საწყის ეტაპზე, არსებობს პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმართვის რისკი.
„მოსალოდნელია, რომ 1-ელი იანვრიდან რეცეპტის სისტემის ამოქმედებას მოჰყვეს რიგების წარმოქმნა, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მომსახურების ხარისხის გაუარესება და პაციენტის უკმაყოფილება. ყოველივე აღნიშნული კი, ნეგატიურ გავლენას მოახდენს თავად რეცეპტუარის ინსტიტუტის შემოღებასა და დანერგვის მიზანზე, რის გამოც, მიზანშეწონილია, რეცეპტის სისტემის ამოქმედება ამ პროცესის საბოლოო ეტაპის დასრულების შემდეგ“, - განმარტავს ჯანდაცვის კომიტეტი.
აღნიშნული ცვლილების განილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე კვირას დაიწყება.