შაჰ–დენიზის მეორე ფაზა და „ხუდონჰესი“, როგორც ეკონომიკის ისე ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიესალმება შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტის დაწყებას. ამასთან მიიჩნევს, რომ ახლა, როდესაც ენერგორესურსებს განსაკუთრებული მნიშნვენლობა ენიჭება, როგორც ეკონომიკური ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოში არსებული ჰიდრორესურსები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, რადგან აღარ ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებულნი. მითუმეტეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ამის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რაზეც 2013 წელს ამ სექტორის მიმართ ინვესტორთა დაინტერესებაც მეტყველებს. მიმდინარე წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14% სწორედ ენერგეტიკაში ჩაიდო.
მსხვილმა ენერგო პროექტებმა შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში კატალიზატორის როლი ითამაშოს, რადგან მსგავსი ტიპის მასშტაბის პროექტებს თან მოსდევს დიდი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი, რასაც კონკრეტული მოქალაქეები ირგძნობენ. მომავალ ენერგო პროექტებში შეიძლება განიხილოს, როგორც შეჰ–დენიზის მეორე ფაზა ისე „ხუდონჰესი“, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა ყველა ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, ადგილობრივი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ასევე მოხდეს ამ პროექტების შედეგად ქვეყნის ეკოლოგიაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაცია. ამისათვის კი ხელისუფლებას უამრავი სამუშაო აქვს გასაწევი, რათა ერთის მხრივ ქვეყანას არ მოუწიოს უარის თქმა მსგავსი ტიპის მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო ხასიათს ატარებს, ხოლო მეორეს მხრივ ამ პროექტების ზეგავლენის არეალში მყოფი ადამიანების ინტერესები იქნას სათანადოდ დაკმაყოფილებული.
აფბა ხლისუფლებას ენერგო პოლიტიკის მიმართულებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. დღეისათვის, როდესაც მშპ–ს წლიური ზრდა დაბალ ნიშნულზეა, ქვეყანას ჰაერივით ჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მსხვილი საინვესტიციო პროექტები მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ამ პირობებში ენერგო სექტორს ძალულს ქვეყნის ეკონომიკაში იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც ბოლო წლებში არსებობს.