თბილისი, 20 დეკემბერი, 2013 – დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, განაცხადა ორი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ თბილისში – ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე. ორივე პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობა 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი სახლების მშენებლობის მიზნობრიობით. ორივე კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მიცემს. როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე, ისე ყაზბეგის გამზირზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მობინადრეები შეძლებენ პირადაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში.
სრულად გარემონტებულ ბინაში, მობინადრეებს დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ბინის გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მობინადრის მოთხოვნების თანახმად შეირჩევა, მასალების არჩევანი კი დიდი და მრავალფეროვანია.
ნუცუბიძის ქუჩაზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსს, m² ნუცუბიძეზე, რომლის ჩაბარებაც 2015 წლის ნოემბერში იგეგმება, აქვს მოსახერხებელი მდებარეობა– კომპლექსი მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზეა და სამი მხრიდან უდგება საავტომობილო გზა. ნუცუბიძის კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპროტული მოედნით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. ბინების ფართი 45 კვ.მ–დან იწყება. ნებისმიერი ბინის პროექტში მფლობელს საშუალება ეძლევა შეიტანოს შესწორება და საკუთარი მოთხოვნის მიხედვით გააერთიანოს ბინები, შეცვალოს განლაგება და იყიდოს ზუსტად იმ ფართის ბინა, რაც მას სჭირდება. კომპლექსის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
ყაზბეგის გამზირზე ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი, m² ყაზბეგზე რომლის ჩაბარებაც 2016 წლის თებერვალში იგეგმება, ქალაქის ორ ცენტრალურ გამზირს შორის მდებარეობს და ორი მხრიდან აქვს საავტომობილო მისასვლელი. ბინები დასრულებული რემონტით 42 კვ.მ.-დან იწყება. ბინის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი მობინადრეს თავად შეუძლია განსაზღვროს, რისთვისაც კომპანია მას სარემონტო მასალების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ყაზბეგის კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონას, მრავალწლიანი ნარგავებით და მიწისქვეშა ავტოსადგომს. კომპლექსში გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
„m² უძრავი ქონების“ პროექტებში ბინის შესაძენად, მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც იპოთეკური სესხით, ისე შიდა განვადებით. შიდა განვადების შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 20%–ს. აღსანიშნავია, რომ განვადების ვადა მშენებლობის ბოლომდე გრძელდება, ანუ კომპლექსში m² ნუცუბიძეზე – 2015 წლის ნოემბრამდე, ხოლო კომპლექსში m² ყაზბეგზე - 2016 წლის თებერვლამდე. შესაბამისად, ბინის მფლობელი სრულ თნხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge