ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა–გაყიდვა–დეგუსტაცია გუდვილში 13 საათზე გაიხსნება

ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა–გაყიდვა–დეგუსტაცია გუდვილში 13 საათზე გაიხსნება

,,აირჩიე ქართულის’’ ორგანიზებით  20–21 დეკემბერს ,,გუდვილის’’ დიღმის ჰიპერმარკეტში ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა –გაყიდვა მოეწყობა. ქართული პროდუქცია წინასაახალწლოდ მომხმარებლისთვის სპეციალური ფასით იქნება შეთავაზებული.

გამოფენა–გაყიდვა–დეგუსტაცია 13 საათზე გაიხსნება და მას საქართველოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

,,აირჩიე ქართული’’ გამოფენა–გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება აგრარული (თაფლი, ჩაი, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, საკონსერვო პროდუქცია, მურაბები, ჯემები, ტკბილეული, სნექები და ა.შ) და ხალხური რეწვის პროდუქცია.

ღონისძიების მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე რეგიონალური საწარმოების მხარდაჭერაა. ღონისძიება წელიწადში ორჯერ აღდგომის და ახალი წლის წინა კვირებში იმართება.