საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეაჯამებას დაესწრო. თეა წულუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას 2013 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები წარუდგინა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა, თეა წულუკიანს და მის გუნდს კი წარმატებები უსურვა:
„დღეს საზოგადოების წინაშე იუსტიციის მინისტრი უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობით წარსდგა. მოვისმინეთ შთამბეჭდავი ანგარიში, რაც გაკეთდა მინისტრის და მისი გუნდის მიერ ამ ერთი წლის განმავლობაში. გამოვყოფდი შრომის კოდექსს, რომლის ინიციატორიც ქალბატონი თეა იყო, რაც უაღრესად კარგი დოკუმენტია, თუმცა მომავალში შეიძლება დახვეწა დასჭირდეს.“