„პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში - ვასრულებთ დაპირებას“

„პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში - ვასრულებთ დაპირებას“

3 დეკემბერს 11:00 სთ-ზე სასტუმრო „ძველ თბილისში“ (მის.: ქეთევან წამებულის გამზირი №27). საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ – მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში - ვასრულებთ დაპირებას“. 

შეხვედრის მთავარი მიზანია, სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სფეროში 2013 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლოდ დასახული გეგმების გაცნობა.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას გახსნის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ბ-ნი სოზარ სუბარი, ასევე მინისტრები: ქ-ნი თეა წულუკიანი და ბატონები: დავით სერგეენკო და ნოდარ ხადური, ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია. აღნიშნულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბ-ნი თომას ჰამერბერგი.