ირაკლი კობახიძე: დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა გვესმის, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან

ირაკლი კობახიძე: დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა გვესმის, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან

ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა, საამაყოა ის ურთიერთობები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. 

„დღეს, ამ ულამაზეს ქვეყანაში და ამ ულამაზეს ქალაქში აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს, რადგან ის გვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის. საქართველო, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთგზის გამოავლინა გაუტეხელი სული და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ურთულესი ისტორიის მიუხედავად ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ვამაყობთ მეგობრული ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ხალხსა და იტალიელ ხალხს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარბიელი ძალიან მახარებს იტალიასთან ურთიერთობის გაღრმავება, გებერალური საკონსულო, მაგრამ, როგორი "ჯერარნახული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია", როცა ქვეყნის პირველი პირი იქ ჩადის და იქაური პირველი პირის ნაცვლად ვიღაც ჭიაღუებს ხვდება?
1 დღის უკან
მარბიელი ძალიან მახარებს იტალიასთან ურთიერთობის გაღრმავება, გებერალური საკონსულო, მაგრამ, როგორი "ჯერარნახული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია", როცა ქვეყნის პირველი პირი იქ ჩადის და იქაური პირველი პირის ნაცვლად ვიღაც ჭიაღუებს ხვდება?
1 დღის უკან