სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა წერეთლის გამზირზე მდებარე შპს "თურსას" სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ გამოტანილი ვადაგასული პროდუქტები გამოავლინეს.
ამოღებულია 70 კილოგრამამდე თურქული წარმოების ქათმის ხორცი - დაფასოებული ფილე, კუჭი, მკერდი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.