FRONTLINE CLUB იხსნება !

FRONTLINE CLUB იხსნება !

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა გიწვევთ FRONTLINE CLUB GEORGIA-ს გახსნაზე.

საღამოს დაესწრებიან ფონდ “ღია საზოგადოება საქართველო”-ს,”IREX”-ის წარმომადგენლები, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩები საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მხარდაჭერით FRONTLINE CLUB GEORGIA სრულად განახორციელებს ლონდონური კლუბის კონცეფციას და იფუნქციონირებს , როგორც დამოუკიდებელი მედია სივრცე.

მედია კლუბი წლების მანძილზე საჯარო დისკუსიების,შეხვედრების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვის ადგილად ჩამოყალიბდა,რომელშიც საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას,როგორც ჟურნალისტები და საჯარო მოხელეები ასევე , სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება ხვალ, 29 ნოემბერს, 19:00 სთზე ( ლადო ასათიანის 62)