"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები აჭარაში 10 დეკემბრამდე დარჩებიან

საქართველოს "როსსელხოზნადზორის" დელეგაცია ეწვია. რუსი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ხვალ აჭარაში ჩავლენ და ციტრუსის საექსპორტო პარტიების ფორმირების პროცესს დააკვირდებიან. პუნქტებში ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ჩაატარებენ, "როსსელხოზნადზორის" 5 სპეციალისტი კი აჭარაში 10 დეკემბრამდე დარჩება და მონიტორინგს განახორციელებს.

"როსსელხოზნადზორის" დელეგაცია სიტუაციის გაცნობის შემდეგ იმსჯელებს ასევე  ხურმისა და მწვანილის შესაძლო ექსპორტზე რუსეთში.